ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი - ჰეზბოლა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს და ჩვენ მათ ძალიან მკაცრად ვპასუხობთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ოფირ ფალკი აცხადებს, რომ ჰეზბოლამ არაერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

„ჰეზბოლა არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ეს გასაკვირი არ არის და ჩვენ მათ ძალიან მკაცრად ვპასუხობთ“, - განაცხადა ფალკმა CNN-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ჰეზბოლა ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს და ისრაელი ამას დაჯგუფების მებრძოლების დარტყმებით პასუხობს.

„ჰეზბოლას ლიბანი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მძევლად ჰყავს აყვანილი და ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს, ჩვენ კი ჰეზბოლას ტერორისტებს. ეს არის ჩვენს შორის მთავარი განსხვავება“, - აღნიშნა ნეთანიაჰუს მრჩეველმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ