The Guardian - მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა, - ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტამპის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გაგრძელების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 126 დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანის საზღვაო ბლოკადა ეფექტიანია და არ მოხსნის, ვიდრე ბირთვულ საკითხზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

„მოგვარება სურთ. არ უნდათ, რომ ბლოკადა გაგრძელდეს. ხოლო მე მისი მოხსნა არ მინდა, რადგან არ მინდა, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ