პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო

პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო, - ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი აშშ-ის თავდაცვის მდივანზე, პიტ ჰეგსეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენების შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ პენტაგონმა აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინის დასახმარებლად დამტკიცებული 400 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა უკვე გამოყო.

„დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ეს 400 მილიონი ევროპული შესაძლებლობების გაძლიერებისთვის იყო გამოყოფილი და ეს თანხა უკვე გამოთავისუფლდა“, - აღნიშნა ჰეგსეტმა.

მანამდე, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მიჩ მაკკონელმა The Washington Post-ში სტატია გამოაქვეყნა და პენტაგონი კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხების გამოყოფის შეფერხების გამო გააკრიტიკა.

მიჩ მაკკონელმა თანხის გამოყოფის შეფერხებაში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე, ელბრიჯ კოლბი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.

„კოლბიმ დაადგინა, რომ უკრაინისთვის და ასევე, ბალტიისპირეთში ნატო-ს მოკავშირეების უსაფრთხოების დახმარება „არაეკონომიური ხარჯი“ იყო და ეს ძალისხმევა 2026 წლის ფისკალური ბიუჯეტის მოთხოვნიდან ამოიღო“, - ნათქვამია ამერიკელი სენატორის სტატიაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში