გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ მემანიშვილი - ეროვნულ გამოცდებზე იმავე სირთულის ტესტები იქნება, რაც გასულ წლებში იყო - არც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეცვლილა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ მემანიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმავე სირთულის ტესტები იქნება, რაც გასულ წლებში იყო.

ამასთან, როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ყოველ წელს, არც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეცვლილა.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი კარგად მიმდინარეობს. საკმაოდ აქტიური პროცესია. რაც შეეხება ტესტებს, იგივე სირთულის ტესტები იქნება. იგივე სირთულის ტესტებია ყოველწლიურად ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მომზადებული და რეფორმას არანაირად არ უკავშირდება ან გართულება, ან გამარტივება, იგივე ტესტებია სირთულის თვალსაზრისით. არც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ შეცვლილა. ეროვნულების ნაწილში იგივეა, რაც ოდითგან იყო და არის დაწესებული საგნების მიხედვით“, - განაცხადა მემანიშვილმა.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყო და 11 მაისის 18:00 საათზე დასრულდება.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის