ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მათი სარჩელი, რომელიც იძულებითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედ წესსა და პირობებს ეხებოდა

29 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც სადავო იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებით დადგენილი იძულებითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესი და პირობები.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, სახალხო დამცველის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა თავისი არსით, წინაპირობებითა და მიზნებით არ განსხვავდება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობისგან, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით იგი მომეტებულად ზღუდავს პირის უფლებებს.

„იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დროს, პაციენტი ვერ სარგებლობს მისი უფლებების ინტენსიური შეზღუდვის დაბალანსების ადეკვატური საპროცესო გარანტიებით, მკურნალობის მიზანშეწონილობის გონივრული ინტერვალებით შეფასების ქმედითი მექანიზმით და ამ მექანიზმზე სათანადო სასამართლო კონტროლის შესაძლებლობით.

პრობლემას წარმოადგენს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ხანგრძლივი ვადები და შესაბამისი პროცედურული გარანტიების არარსებობა, რა დროსაც პირი, შესაძლებელია, იძულებით მკურნალობას დაექვემდებაროს მაშინაც კი, როდესაც აღარ არსებობს აღნიშნულის საჭიროება. სახალხო დამცველის შეფასებით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვისა და სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.

განსახილველ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს, სამართლებრივი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს, რომლებიც რეალურად და ქმედითად უზრუნველყოფს პირის დაცვას იძულებითი მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან. იმ პირობებში, როდესაც მოქმედი სამართლებრივი მოწესრიგება ვერ უზრუნველყოფს ეფექტიან საკანონმდებლო გარანტიებს, რაც გამორიცხავს ფსიქიატრიული მკურნალობის გაუმართლებელ გახანგრძლივებას, იქმნება პირის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის რეალური რისკი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.“- ნათქვამია ინფორმაციაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/5yr6fddx

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ