ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება

1-ელ მაისს, 14:00 საათზე, ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, 2026 წლის 27 აპრილს, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნებული სტატია, სახელწოდებით “An Independent Center for the Origin of Bread Wheat in the Neolithic Period of Georgia in the South Caucasus “, ადასტურებს, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.

„სტატია ეყრდნობა აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას, რომელიც ეფუძნება საქართველოში, გადაჭრილ და შულავერის გორებზე აღმოჩენილ 8 000 წლის წინანდელ არქეოლოგიურ მასალასა და პალეოეთნობოტანიკოსის პროფესორ ნანა რუსიშვილის მრავალწლიან სამეცნიერო კვლევებს.

ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში რადიოკარბონული მეთოდით ჩატარებული დათარიღების საფუძველზე დადასტურდა, რომ საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში გამოვლენილი მასალა პურის ხორბლის არსებობის მსოფლიოში უძველეს, დღემდე ცნობილ ფიზიკურ მტკიცებულებას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანაავტორთა შორის არიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები: მინდია ჯალაბაძე, ინგა მარტყოფლიშვილი, მარინე მოსულიშვილი, ნანა მელაძე, დავით მაღრაძე, ელიზაბეტა ბოარეტო და სტივენ ბატიუკი.

საერთაშორისო მულტიდისციპლინური კვლევა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის „ღვინისა და ვაზის კვლევა და პოპულარიზაცია“ - ფარგლებში, ტორონტოს უნივერსიტეტის, ვაისმანის ინსტიტუტისა და „საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა