The Times of Israel - ისრაელმა უკრაინიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთულ რუსულ გემს გადმოტვირთვის უფლება არ მისცა

ისრაელმა უკრაინიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთულ რუსულ გემს გადმოტვირთვის უფლება არ მისცა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ისრაელის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსულ გემთან PANORMITIS-თან დაკავშირებით ზომების მიღებისთვის ისრაელს ოფიციალურად მიმართა, ისრაელმა გემიდან მარცვლეულის გადმოტვირთვაზე უარი თქვა.

გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგაც გამოეხმაურა და გადაწყვეტილებას მიესალმა.

„მისასალმებელია, რომ გემი „PANORMITIS“-დან, რომელსაც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეული უკანონოდ გადააქვს, ისრაელში გადმოტვირთვა არ მოხდება. ეს ადასტურებს, რომ უკრაინის სამართლებრივი და დიპლომატიური ქმედებები ეფექტური იყო. ასევე, ეს მკაფიო სიგნალია ყველა სხვა გემის, კაპიტნის, ოპერატორის, სადაზღვევო ორგანოსა და მთავრობისთვის: არ შეიძინოთ მოპარული უკრაინული მარცვლეული. ამ დანაშაულის ნაწილი არ გახდეთ“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ