„საქართველოს ბანკი“, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია

„საქართველოს ბანკი“ ტექნოლოგიური ეკოსისტემისა და ინოვაციური იდეების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის (Colosseum Hackathon) ქართული ჰაბის მასპინძელი იქნება.

პროექტის ფარგლებში, 4-11 მაისს Tbilisi Build Station გაიმართება. ეს 8-დღიანი ინტენსიური სამუშაო სივრცეა, რომელიც ადგილობრივ დეველოპერებს, სტარტაპერებსა და Web3 სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს გააერთიანებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ საკუთარ იდეებზე, მიიღონ პროფესიონალური მხარდაჭერა და მოემზადონ საერთაშორისო ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად, რომლის საპრიზო ფონდი $2.5 მილიონს შეადგენს.

Tbilisi Build Station მონაწილეებს სთავაზობს:

  • პროფესიონალურ მხარდაჭერას: მენტორინგსა და კონსულტაციებს Colosseum ჰაკათონისთვის პროექტების დასახვეწად;
  • საგანმანათლებლო გამოცდილებას: შეხვედრებს სპიკერებთან, რომლებიც Web3 ტექნოლოგიების საუკეთესო პრაქტიკას გააზიარებენ;
  • Networking-: ახალ კავშირებს ინდუსტრიის ლიდერებთან და პოტენციურ პარტნიორებთან;
  • განვითარების რეალურ შესაძლებლობას: საერთაშორისო დონის პროექტის შექმნის შანსს Solana-ს ეკოსისტემაში.

ღონისძიება ასევე მოიცავს ასევე, UI / UX დღესა და Go to market Day-ს.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგებზე დასწრება შესაძლებელია ჰაკათონში მონაწილეობის გარეშეც, ამისათვის კი საჭიროა რეგისტრაციის გავლა.

თუ გაქვთ Solana-ზე მორგებული იდეა და გსურთ ახალ გამოწვევაში მონაწილეობა, დარეგისტრირდით Colosseum Hackathon-ზე.

ასევე, შეუერთდით Tbilisi Build Station-ს, ამ ბმულზე, რათა თქვენი პროექტი მაქსიმალურად დახვეწოთ.

(R)

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ