Axios - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ახალ ვარიანტებს წარუდგენს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ახალ ვარიანტებს წარუდგენს, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ბრედ კუპერი დღეს აშშ-ის პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებების ახალ გეგმებს წარუდგენს.

წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „მოკლე და ძლიერი“ დარტყმების სერიას განიხილავს, რათა ირანი მოლაპარაკებებში დათმობებზე წავიდეს.

ასევე, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ ვარიანტებს შორის ჰორმუზის სრუტის ნაწილზე კონტროლის დამყარება და გამდიდრებული ურანის გამოტანის მიზნით ირანში სპეციალური დანიშნულების რაზმების გაგზავნა განიხილება.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ