„ვისოლ პეტროლიუმის“ ხელმძღვანელი - ფასი ბენზინზე გაზრდილია 15%-ით, როცა 30%-იანი ზრდა უნდა იყოს, ხოლო დიზელზე არის 33%-იანი ზრდა, როცა 42%-მდე უნდა იყოს - ამის განმაპირობებელია ბაზარზე არსებული კონკურენცია და მარაგები

ფასი ბენზინზე გაზრდილია 15%-ით, როცა ფასის 30%-იანი ზრდა უნდა იყოს, ხოლო დიზელზე არის 33%-იანი ზრდა, როცა ფასი 42%-მდე უნდა იყოს გაზრდილი - ამის განმაპირობებელია ორი ფაქტორი: - ბაზარზე არსებული კონკურენცია და მარაგები, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ფასი მყისიერად არ გაიზარდოს, - აღნიშნული განმარტება ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე, კომპანია „ვისოლ პეტროლიუმის“ ხელმძღვანელმა ვასილ ხორავამ გააკეთა.

ხორავას განცხადებით, იმ ფონზე, როცა ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასმა ძალიან მოიმატა, საქართველოში რეგიონში ერთ-ერთი დაბალი ფასია.

მისივე თქმით, იმ პირობების გათვალისწინებით, რომლის მიხედვით, ევროპაში კომპანიებმა ფასი მყისიერად გაზარდეს, საქართველოში ფასი 40-50-თეთრით უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კონკურენციისა და არსებული მარაგების ხარჯზე, ფასი გაცილებით დაბალია.

„ჩვენს ქსელში ბენზინის ფასმა 15%-ით მოიმატა, როცა ზრდა 29%-მდე უნდა მომხდარიყო. დიზელის შემთხვევაში ფასი გაზრდილია 33%-ით, როცა ფასის ზრდა 42%-მდე უნდა მომხდარიყო. ეს არის ნიშნული 1-ელ მარტიდან ანუ ომის დაწყებიდან დღემდე.

15%-იან ნიშნულს შემდეგი ფაქტორი განაპირობებს - ეს არის ქვეყანაში არსებული ნაშთები და მარაგები, მაგრამ შეუძლებელია ისეთი მარაგები გქონდეს, რომელიც ნიშნულის შენარჩუნების საშუალებას ორ თვეზე მეტ ხანს მოგცემს.

ფასების სტაბილურობა კავშირშია იმასთან, თუ რამდენად გრძელვადიანი იქნება პრობლემა“, - განაცხადა ვასილ ხორავამ პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ