„გალფის“ წარმომადგენელი - ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ თუ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდა, ფასები დასტაბილურდება და შესაბამისად, დადებითად აისახება ასევე ჩვენს რეგიონზე

ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ თუ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდა, ფასების დასტაბილურება მოხდება და შესაბამისად, დადებითად აისახება ასევე ჩვენს რეგიონზე, - ამის შესახებ „გალფის“ წარმომადგენელმა, ქრეგ კრამერმა, ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს რეზერვების მარაგები, რათა ბაზარზე წნეხი შერბილდეს.

„ბოლო ორი თვე ძალიან ბევრი გამოწვევით სავსე იყო ჩვენი კომპანიისთვის, ისევე როგორც სხვებისთვის ამ ინდუსტრიაში. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გამოვიყენოთ ჩვენი რეზერვების მარაგები, რაც გვაქვს, რომ შევარბილოთ ბაზარზე წნეხი და ეტაპობრივად მოვახდინოთ რეაგირება საერთაშორისო შოკებთან მიმართებით. იგივე პრინციპს ვიყენებთ არამხოლოდ როდესაც ფასების ზრდა ხდება, რასაც ახლა ვუყურებთ, არამედ როდესაც ასევე, პირიქით, ტენდენციაა ბაზარზე კლებისკენ.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს, მომავლის განჭვრეტის უნარი, მაგრამ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ თუ სრუტესთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდა, ფასების დასტაბილურება მოხდება და შესაბამისად დადებითად აისახება ასევე ჩვენს რეგიონზე. მაგრამ დღესაც რომ დამთავრდეს, შეიძლება ასე უცებ არ მოხდეს ამ ყველაფრის ბაზარზე ასახვა. შესაძლოა, რაღაც პერიოდი და დრო დასჭირდეს აღდგეს ის სტატუსკვო, რაც გვქონდა პრობლემის წარმოშობამდე“,- განაცხადა ქრეგ კრამერმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში