დიმიტრი პესკოვი - გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის ვადებს ვლადიმერ პუტინი განსაზღვრავს

გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის ვადებს ვლადიმერ პუტინი განსაზღვრავს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ საუბარი გამარჯვების დღეს ეხება, თუმცა როდის დაწყება ეს ცეცხლის შეწყვეტა და როდის დასრულდება, ამას უმაღლესი მთავარსარდალი გადაწყვეტს და გამოაცხადებს“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღნიშვნის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მზადყოფნა გამოთქვა.

სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა.

„გრძელი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე და ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გააკეთოს. შეიძლება გამოაცხადოს ეს. ვკითხე, თუნდაც მოკლე ცეცხლის შეწყვეტა იყოს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ