ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე - არის ერთი ფორმულა ყველასთვის: გაძვირდება საყიდლად? გაძვირდება გასაყიდად! შეიძლება ფასებზე გვქონდეს არითმიები, მაგრამ საქართველოში, გეოგრაფიიდან გამომდინარე, საწვავის დეფიციტი არასდროს გვექნება

არის ერთი ფორმულა ყველასთვის - გაძვირდება საყიდლად? გაძვირდება გასაყიდად! შეიძლება ფასებზე გვქონდეს არითმიები, მაგრამ საქართველოში, თავისი გეოგრაფიიდან გამომდინარე, არასდროს გვექნება საწვავის დეფიციტი, - ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა პარლამენტში ფასების შემსწავლელ კომისიაზე განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე ნავთობპროდუქტების წარმომადგენლებს მოუსმინეს. როგორც იობაშვილმა აღნიშნა, ფასებზე ყველაფერი მოქმედებს.

„ბატონო თავმჯდომარევ, მინდა მოგახსენოთ, რომ არის ერთი ფორმულა ყველასთვის - გაძვირდება საყიდლად? გაძვირდება გასაყიდად! ასეა, იმიტომ, რომ ჩვენ, ჩვენი არ გვაქვს, მთლიანად ვართ დამოკიდებული საერთაშორისო სანავთობო ბაზრებზე, მე ამას კატაკლიზმს არ დავარქმევდი, დავარქმევდი ჩვეულებრივ ომებს და ბუნებრივია, ყველა ბაზარზე მოქმედებს, ნებისმიერ პროდუქტზე. მინდა გითხრათ, მე, როგორც პროფესიონალმა მეზღვაურმა - ზღვაში რომ ამინდი აირევა უკვე ფასიც აირევა და იცით, რატომ? იმიტომ, რომ სისწრაფეს უკლებს ის გემი, რომელსაც გადმოაქვს პროდუქტი იმიტომ, რომ ღელვაში ეგრე ვერ მოძრაობს აქედან გამომდინარე, ყველაფერი მოქმედებს ფასებზე.

ერთადერთი რამ, რაც თქვენ წინაშე შეიძლება ვთქვათ, კი, შეიძლება ფასებზე გვქონდეს ვარდნები, კი, შეიძლება ფასებზე გვქონდეს არითმიები, მაგრამ მინდა ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქართველოში თავისი გეოგრაფიიდან გამომდინარე, არასდროს გვექნება საწვავის დეფიციტი“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს