გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასრულდა პროექტი მოსწავლეებისათვის - „Teen academy“. ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2026 წლის 28 აპრილს გაიმართა პროექტის დასკვნითი ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. პროექტში საჯარო და კერძო სკოლების ასობით მოსწავლე მონაწილეობდა, თითოეული მათგანი, არჩეული სპეციალობის შესაბამისად, ჩაერთო თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებში. მიღებული ცოდნა მოსწავლეებმა პროექტებისა და პრეზენტაციების სახით წარადგინეს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების წინაშე.
„პროექტის ყველა მონაწილემ მიიღო გრუნის 20%-იანი სასაწავლო გრანტი, ხოლო გამორჩეულ და წარმატებულ მოსწავლეებს მთავარი პრიზები გადაეცათ:
თანანა კანკია - 100%-იანი სასწავლო გრანტი - (სპეციალობა - სამართალი);
ზვიად ძამისყარაშვილი - 70%-იანი სასწავლო გრანტი - (სპეციალობა - ჟურნალისტიკა);
ნიკოლოზ ასანიძე - 70%-იანი სასწავლო გრანტი - (სპეციალობა - მენეჯმენტი);
თორნიკე კაპანაძე - 50%-იანი სასწავლო გრანტი - (სპეციალობა - მედიცინა);
ანი ბეგიაშვილი - 50%-იანი სასწავლო გრანტი - (სპეციალობა - სტომატოლოგია);
ბარბარე მაჩიტიძე - 50%-იანი სასწავლო გრანტი - (სპეციალობა - ფსიქოლოგია);
ნინო ჭილაშვილი - 50%-იანი სასწავლო გრანტი - (სპეციალობა - ფსიქოლოგია);
მარიამ მილორავა - 50%-იანი სასწავლო გრანტი - (სპეციალობა - ჟურნალისტიკა);
ანანო ბარბაქაძე - 50%-იანი სასწავლო გრანტი - (სპეციალობა - საჯარო მმართველობა და პოლიტიკა);
მარიამ ტყავაძე - 50%-იანი სასწავლო გრანტი - (სპეციალობა - ფინანსები);
ანი მოსეშვილი - 50%-იანი სასწავლო გრანტი - (სპეციალობა - ხელოვნური ინტელექტი (AI) და პროგრამირება ბიზნესში);
ბარბარე სამხარაძე - 30%-იანი სასწავლო გრანტი - (სპეციალობა - მარკეტინგი);
ლიზა რაზმაძე - 30%-იანი სასწავლო გრანტი - (სპეციალობა - მარკეტინგი);
ნინი ქიტიაშვილი - 30%-იანი სასწავლო გრანტი - (სპეციალობა - ხელოვნური ინტელექტი (AI) და პროგრამირება ბიზნესში);
გრუნის სახელით მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს და ვუსურვებთ წარმატებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.