Bloomberg - პეტერ მადიარი უკრაინაში უნგრული უმცირესობისთვის მეტ უფლებებს ითხოვს

პეტერ მადიარი უკრაინაში უნგრული უმცირესობისთვის მეტ უფლებებს ითხოვს, - ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერსა და მომავალ პრემიერ-მინისტრს, პეტერ მადიარს სურს უკრაინაში მცხოვრებმა ეთნიკურად უნგრელებმა უფრო მეტი უფლებები მიიღონ იქამდე, ვიდრე უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს ოფიციალურად დაუჭერს.

წყაროების ცნობით, აღნიშნული საკითხი პეტერ მადიარმა გუშინ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან შეხვედრაზე განიხილა.

როგორც გამოცემა წერს, მადიარის პირობები უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ 2024 წელს კიევისთვის წამოყენებულ მოთხოვნებს იმეორებს, რომლებიც უკრაინაში უნგრული უმცირესობის უფლებებსა და მათ მიერ უნგრულ ენაზე განათლების მიღების წვდომას ეხება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პეტერ მადიარმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ივნისში უკრაინულ ზაკარპატიის რეგიონში შეხვედრა შესთავაზა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ვოლოდიმირ ზელენკის „ივნისის განრიგი ჯერ შეთანხმებული არ აქვს“.

„ორმხრივი შეხვედრების შესახებ შეთანხმება ორმხრივი კონტაქტების ფარგლებში ხდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა