დონალდ ტრამპი - გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას და საკუთარი დანგრეული ქვეყნის გამოსწორებას, ხოლო ნაკლები მათთან ჩარევას, ვინც ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრას ცდილობს

გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ნაკლები დრო უნდა დაუთმოს მათთან ჩარევას, ვინც ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრას ცდილობს.

“გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას (რაშიც სრულიად არაეფექტურია!), და საკუთარი დანგრეული ქვეყნის გამოსწორებას, განსაკუთრებით იმიგრაციისა და ენერგეტიკის, და ნაკლები დრო უნდა დაუთმოს მათთან ჩარევას, ვინც ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრას ცდილობს, რითაც მსოფლიოს, მათ შორის გერმანიას, უფრო უსაფრთხო ადგილად აქცევს!”, - წერს ტრამპი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ