მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება

„მიეცით წამალი ბავშვებს“ - ამ სახელწოდებით მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია გრძელდება.

მშობლები მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ უკვე მე-12 დღეა, ღამეს ათენებენ. ისინი სახელმწიფოსგან ითხოვენ სამკურნალო მედიკამენტს, რომელიც, მათივე განცხადებით, ბავშვების მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ცოტა ხნის წინ ადგილზე სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა მშობლებს ღამის გასათევად საჭირო პუფები მიუტანეს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ