ვოლოდიმირ ზელენსკი - ვფიქრობ, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი შეიძლება გარკვეული საწარმოების წინააღმდეგ სანქციების მოხსნის სანაცვლოდ წამოწიოს - არ გვინდა, რაიმე ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის მხრიდან ტაქტიკური ტყუილი გახდეს

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი რიგი სანქციების მოხსნის სანაცვლოდ შეიძლება წამოწიოს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში გააკეთა.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ რუსები SWIFT-ის სანქციების გაუქმების საკითხს აყენებენ.

“ვფიქრობ, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი გარკვეული საწარმოების წინააღმდეგ სანქციების მოხსნის სანაცვლოდ შეიძლება წამოწიოს. ვიცი, რომ SWIFT-ის სანქციების გაუქმების საკითხს აყენებენ, რათა მათმა ბანკებმა მუშაობა შეძლონ. უკრაინისთვის ეს ყველაფერი დიდი რისკია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ კრემლს ერთდღიანი ან რამდენიმედღიანი ცეცხლის შეწყვეტა იმის გამო სურს, რათა 9 მაისის აღლუმი უკრაინის შესაძლო თავდასხმებისგან დაიცვას.

“უნდათ, რომ აღლუმი მშვიდად ჩატარდეს რამდენიმე საათის განმავლობაში და მერე განაახლონ თავდასხმები. არ გვინდა, რომ რაიმე ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ტაქტიკური ტყუილი გახდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ