დონალდ ტრამპი იტალიიდან და ესპანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანაზე - რატომ არ უნდა გავაკეთო ეს? როდესაც გვჭირდებოდნენ, ჩვენთან არ იყვნენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ჯარების გაყვანას იტალიიდან და ესპანეთიდანაც განიხილავს.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ-ის ჯარების იტალიიდან და ესპანეთიდან გაყვანას მას შემდეგ რაც მან მიანიშნა, რომ შესაძლოა ეს გერმანიასთან დაკავშირებით გააკეთოს, ტრამპმა უპასუხა :

„ალბათ. რატომ არ უნდა გავაკეთო ეს? იტალიამ არანაირი დახმარება არ გაგვიწია და ესპანეთი საშინელება იყო. როდესაც გვჭირდებოდნენ, ჩვენთან არ იყვნენ. ირანთან დაკავშირებით არანაირი დახმარება არ გვჭირდებოდა. მათი დახმარება არ მჭირდებოდა, მაგრამ ვუთხარი, რომ კი, ძალიან გვსურს თქვენი დახმარება, რადგან მინდოდა მენახა, გააკეთებდნენ თუ არა ამას და ყველა შემთხვევაში, მათ თქვეს, „არ გვინდა ჩარევა“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია გერმანიაში განლაგებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირებას განიხილავს.

„შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში ჯარების შესაძლო შემცირების საკითხს, რის შესახებაც გადაწყვეტილება უახლოეს მოკლე დროში იქნება მიღებული“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია