რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, ქალაქში მაღალსართულიან შენობებში ხანძარია

რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, ქალაქში მაღალსართულიან შენობებში ხანძარია

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაში დრონებით ორ მაღალსართულიან შენობას დაარტყეს, რამაც ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერმა კვლავ შეუტია ჩვენს ქალაქს. ხანძარი დაფიქსირდა 16-სართულიან შენობაში. დაზიანდა კიდევ ერთი მაღალსართულიანი შენობა - ხანძარი გაჩნდა მე-11 და მე-12 სართულებზე. ყველა საჭირო დახმარების სამსახური უკვე ადგილზეა“, - აღნიშნა ლისაკმა.

მისი განცხადებით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.