ჩინეთის საგარეო მინისტრი - ტაივანის საკითხი ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს - აშშ-მა სწორი არჩევნი უნდა გააკეთოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის განცხადებით, პეკინმა და ვაშინგტონმა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში რთულად მოპოვებული სტაბილურობა უნდა შეინარჩუნონ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს განცხადება ვან იმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.

„ორივე მხარემ უნდა დაიცვას ძნელად მოპოვებული სტაბილურობა, კარგად მოემზადოს მაღალი დონის ურთიერთობებისთვის, გააფართოვოს თანამშრომლობის სფეროები და მოაგვაროს თავიანთი უთანხმოებები“, - განუცხადა ვანმა რუბიოს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვან იმ „ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაივანის საკითხი ჩინეთის ძირითად ინტერესებს ეხება და ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს“.

„შეერთებულმა შტატებმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და გააკეთოს სწორი არჩევანი, გახსნას ახალი პერსპექტივები ორმხრივი თანამშრომლობისთვის და შეასრულოს თავისი წვლილი მსოფლიო მშვიდობის ხელშეწყობაში“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბრის დროს ვანმა და რუბიომ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 14-15 მაისს ჩინეთში ვიზიტს გეგმავს, სადაც პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში