ანდრეი სიბიგა ვენეციის ბიენალეს ჟიურის გადადგომაზე - ვენეციის ბიენალეს მხდლური არჩევანი, ეღიარებინა რუსეთი, თავიდანვე სამარცხვინო იყო - მოვუწოდებთ, არ დაუშვან რუსეთი, ჯერ კიდევ არის დრო

2026 წლის ვენეციის ბიენალეს გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როგორიცაა ჟიურის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, აჩვენებს საერთაშორისო ხელოვნების წამყვანი პლატფორმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აგრესორის კულტურა არ არის ნეიტრალური ომის დროს და არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული აგრესორის ინტერესებისთვის, მისი „დანაშაულების გასათეთრებლად და პროპაგანდის გასავრცელებლად“.

„თავიდანვე, ვენეციის ბიენალეს მხდლური არჩევანი, ეღიარებინა რუსეთი, სამარცხვინო იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აგრძელებს ის ვენეციის ბიენალესთვის ზიანის მიყენებას. უკრაინა მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც, მორალური პასუხისმგებლობითა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით ხელმძღვანელობით, უარს ამბობს ამ სირცხვილის მიღებაზე. მოვუწოდებთ ვენეციის ბიენალეს, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და არ დაუშვას რუსეთი. ჯერ კიდევ არის დრო, რომ დავუბრუნდეთ პრინციპულ პოზიციას, რომელსაც ხელოვნების საერთაშორისო საზოგადოება ინარჩუნებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან“, - აცხადებს სიბიგა.

ცნობისთვის, ვენეციის ბიენალე თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში იმართება. ვენეციის 61-ე ბიენალე წელს 9 მაისს იხსნება და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა