ვენეციის ბიენალეს ჟიურის თავმჯდომარე და წევრები გადადგნენ

ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის ვენეციის ბიენალეს ჟიურის თავმჯდომარე და წევრები ღონისძიების გახსნამდე 9 დღით ადრე გადადგნენ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ბიენალეს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში გადადგომის მიზეზი დასახელებული არ არის.

ცნობისთვის, ჟიურის წევრებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ჯილდოებზე წარსადგენად არ განიხილავდნენ ხელოვანებს იმ ქვეყნებიდან, რომელთა ლიდერებსაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ადანაშაულებს.

ვენეციის ბიენალე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა რუსეთს ღონისძიებაზე პავილიონის ხელახლა გახსნის უფლება მისცეს. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ბიენალეს წერილი გაუგზავნა, რომლითაც აცნობა 2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის შეწყვეტის ან შეჩერების განზრახვის შესახებ, მას შემდეგ, რაც მათ მოსკოვის მონაწილეობის უფლება მისცეს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში