BTU-მ მსჯავრდებულთათვის AI-ს მიმართულებით ტრენინგები ჩაატარა

რუსთავის N16 პენიტენციურ დაწესებულებაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ტრენინგების სერია „AI-ს საფუძვლები“ ჩაატარა, რომლის შედეგად მსჯავრდებულებმა ხელოვნური ინტელექტის შესახებ საბაზისო ცოდნა მიიღეს.

ტრენინგები ფიზიკურ ფორმატში გაიმართა და მასში 20 ბენეფიციარი მონაწილეობდა. პროგრამა ორიენტირებული იყო მონაწილეთა თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოსთან დაახლოებაზე, AI ინსტრუმენტებთან პირველადი პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და თვითგანვითარების მოტივაციის გაძლიერებაზე.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებისა და ძირითადი კონცეფციების შესახებ, გაეცნენ AI-ის როლს თანამედროვე პროფესიულ და სოციალურ გარემოში, ასევე შეისწავლეს AI-სთან ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები, მათ შორის, prompt-ის საფუძვლები. პროგრამა ასევე მოიცავდა AI ინსტრუმენტების გაცნობასა და მათ პრაქტიკულ გამოყენებას, ციფრული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის თანამედროვე მიდგომებს.

ტრენინგების სერია წარმოადგენს კიდევ ერთ ნაწილს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიისა, რომელიც ციფრული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობას გულისხმობს.

(R)

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში