ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთს არ სურს დიპლომატიაზე ნებაყოფლობით გადასვლა, უნდა ვაიძულოთ, ეს გააკეთოს

რუსეთი აგრძელებს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ღამით რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. ამასთან, ერთი ადამიანი დაშავდა დრონებით

თავდასხმის შედეგად კრივი-რიჰში. ზელენსკის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში რუსები თავს დაესხნენ რკინიგზის ინფრასტრუქტურას, რამაც ხანძარი და ზიანი გამოიწვია. რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ასევე, დარტყმები განხორციელდა სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქების წინააღმდეგ.

„ღამის განმავლობაში გამოიყენეს 210 დრონი, მათგან დაახლოებით 140 -shahed-ი. ასეთი ყოველდღიური თავდასხმები ადასტურებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას. აგრესორი უნდა დასუსტდეს იმისთვის, რომ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდეს. სანქციების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. ჩვენი გრძელვადიანი სანქციები რუსებს რეალობაში აბრუნებს. ეს სრულიად გამართლებულია და, რაც მთავარია, ზღუდავს რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობას, გააგრძელოს ეს ომი. თუ რუსეთი არ სურს დიპლომატიაზე ნებაყოფლობით გადასვლა, უნდა ვაიძულოთ ეს გავაკეთოთ“, - წერს ზელენსკი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში