ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან ხარაბაძე გახდა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან ხარაბაძე, უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„მას ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის ყოფილი უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ლევან ხარაბაძეს უწყების ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ ხელმძღვანელს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკას. მან იმედი გამოთქვა, რომ ხარაბაძის ხელმძღვანელობით, კვლავ, აქტიურად გაგრძელდება საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა.

ლევან ხარაბაძემ მინისტრს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა უწყების თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და მაღალ პასუხისმგებლობას და აღნიშნა, რომ სამსახური დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად შესრულებას გააგრძელებს.

მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროსს, მიხეილ მაღლაკელიძეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა უწყების მუშაობის ეფექტურობა და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები. მან, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებს შორის კოორდინაცია მომავალშიც გაგრძელდება. თავის მხრივ, მიხეილ მაღლაკელიძემ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ ხელმძღვანელს კი წარმატებები უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს