იტალიის თავდაცვის მინისტრი ქვეყანაში აშშ-ის ჯარების შესაძლო შემცირებაზე - არ მესმის მიზეზი

იტალიის თავდაცვის მინისტრის გვიდო კროსეტოს განცხადებით, არ ესმის, რა მიზეზით უნდა შეამციროს შეერთებულმა შტატებმა მის ქვეყანაში ჯარების რაოდენობა.

„არ მესმის მიზეზი. როგორც ყველასთვის ნათელია, ჩვენ არ გამოგვიყენებია ჰორმუზის სრუტე და მზადყოფნაც კი გამოვთქვით საზღვაო უსაფრთხოების მისიაში მონაწილეობისთვის, რასაც, სხვათა შორის, აშშ-ის სამხედროებმა მაღალი შეფასება მისცეს“, - განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტირებისას.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ჯარების გაყვანას იტალიიდან და ესპანეთიდანაც განიხილავს. კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ-ის ჯარების იტალიიდან და ესპანეთიდან გაყვანას მას შემდეგ რაც მან მიანიშნა, რომ შესაძლოა ეს გერმანიასთან დაკავშირებით გააკეთოს, ტრამპმა უპასუხა:

„ალბათ. რატომ არ უნდა გავაკეთო ეს? იტალიამ არანაირი დახმარება არ გაგვიწია და ესპანეთი საშინელება იყო. როდესაც გვჭირდებოდნენ, ჩვენთან არ იყვნენ. ირანთან დაკავშირებით არანაირი დახმარება არ გვჭირდებოდა. მათი დახმარება არ მჭირდებოდა, მაგრამ ვუთხარი, რომ კი, ძალიან გვსურს თქვენი დახმარება, რადგან მინდოდა მენახა, გააკეთებდნენ თუ არა ამას და ყველა შემთხვევაში, მათ თქვეს, „არ გვინდა ჩარევა“.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში