20 მლნ ევრო ქართული ენერგეტიკისთვის - „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს

„ეპ ჯორჯია გენერაციის“ ინფორმაციით, „ეპ ჯორჯია გენერაცია“ განაგრძობს მის მფლობელობაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციას.

„ეპ ჯორჯია გენერაციის“ ცნობით, სამი ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო პროექტის საერთო ინვესტიცია შეადგენს 20 მლნ ევროს.

„კომპანიის მიზანია ჰესების თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა. ამჟამად, მიმდინარეობს ორთაჭალჰესის, გუმათ ჰესების კასკადისა და ჩითახევჰესის სარეაბილიტაციო პროექტები. ჩეხეთიდან და სლოვენიიდან უკვე ჩამოტანილია სარეაბილიტაციო პროექტებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ტექნიკური მოწყობილობები, ტურბინა, გენერატორის ახალის სტატორები, მუშა თვლები და სხვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „ეპ ჯორჯია გენერაციის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ლევან საჩალელმა განაცხადა, შემდეგი პრიორიტეტი არის ლაჯანურჰესის ჰიდროსაინჟინრო ნაგებობები, რომელთა მდგომარეობაც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

„მომდევნო წლიდან მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოები იგეგმება ამ მიმართულებით, რომლისთვისაც იგეგმება შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზებაც, ამ ეტაპზე კი ინტენსიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები“ - განაცხადა „ეპ ჯორჯია გენერაციის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ლევან საჩალელმა.

მისივე თქმით, ჰესებზე განხორციელებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ჰესის ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიული შემთხვევები.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს