BAG ინდექსი - კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესის მთავარი გამოწვევაა

საქართველოს ბიზნესასოციაციამ დაასრულა BAG ინდექსის კვლევაზე მუშაობა, რომლის თანახმად, 2026 წლის I კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 42.5 ქულა შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 10.8 ქულით გაუმჯობესდა წინა წლის I კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით, კერძოდ, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 15.3 ქულით გაიზარდა, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის შეფასება 4.9 ქულით გაუმჯობესდა.

„I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 55% სპეციალისტების ნაკლებობას კვლავ მთავარ გამოწვევად ასახელებს, თუმცა წინა კვარტალთან შედარებით აღნიშნული პრობლემა 10 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა. 14 და 13 პროცენტული პუნქტით შემცირდა ასევე, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერების და სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა.

საგულისხმოა, რომ სექტორების მიხედვით, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მძაფრად მშენებლობის და მომსახურების სექტორებში იგრძნობა. მშენებლობის და ვაჭრობის სექტორებისთვის ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები და შეზღუდული ფინანსური რესურსები.

ბიზნესისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებზე გამოკითხული ბიზნესის 59% საუბრობს, რაც შემცირებული მაჩვენებელია როგორც წინა წლის I კვარტალთან, ისე გასულ კვარტალთან შედარებით.

2026 წლის I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 65%-მა განაცხადა, რომ 2026 წელს 2025 წელთან შედარებით, მათ მიერ ჯამურად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება.

სექტორებს შორის, ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2026 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით, მრეწველობის სექტორში ფიქსირდება (81%), მომსახურების და ვაჭრობის სექტორებში კომპანიათა 61-61% გეგმავს ჯამური ინვესტიციების ზრდას, ხოლო მშენებლობის სექტორში - 60%“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

კვლევის სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს