უკრაინის ვიცე-პრემიერი - მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში შესაძლებელია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილის დახურვა

უკრაინას შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილი მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში დაასრულოს და წევრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა უკვე 2027 წელს დაიწყოს, - ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ტარას კაჩკამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უკრაინულ მხარეს წინასწარ აცნობა მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის მოთხოვნები.

„საერთო ჯამში ევროკავშირის 145 მოთხოვნა გვაქვს. მათი უმეტესობა ეხება უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე ინსტიტუტების ყოველდღიურ სამუშაო პრაქტიკას. ყველა ეს მოთხოვნა რეალურია. მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში შესაძლებელია მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილის დახურვა და მომავალ წელს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების ხელმოწერაზე გადასვლა“, - აღნიშნა კაჩკამ.

მისი განმარტებით, მარტში უკრაინამ მიიღო პირობების მეორე პაკეტი ტექნიკური მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისთვის. ამჟამად ევროკომისიასთან ტექნიკური მუშაობა ექვსივე კლასტერზე მიმდინარეობს.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს