„საქსტატმა“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ასახავს უწყების მიერ წლის განმავლობაში განხორციელებულ ძირითად საქმიანობას, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წელს საქსტატი აქტიურად მუშაობდა ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესების, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და სტატისტიკური სისტემის განვითარების მიმართულებით.

„განხორციელდა ახალი სტატისტიკური გამოკვლევები, გაფართოვდა მაჩვენებლების არეალი და დაინერგა ახალი ინდიკატორები სხვადასხვა მიმართულებით.

წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მონაცემთა გავრცელების თანამედროვე ფორმატების განვითარებას - გაიზარდა ინფოგრაფიკების, ვიდეორგოლებისა და ინტერაქტიული პლატფორმების გამოყენება. ასევე, შეიქმნა ახალი ელექტრონული პროდუქტები, მათ შორის ენერგეტიკისა და გარემოს სტატისტიკის პორტალები.

საქსტატი აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან, რაც მიზნად ისახავს ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის ამაღლებასა და მონაცემთა გამოყენების გაუმჯობესებას.

ანგარიში ასევე მოიცავს ინფორმაციას საქსტატის ბიუჯეტის, ორგანიზაციული სტრუქტურის, განხორციელებული ცვლილებებისა და 2026 წლისთვის დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

საქსტატის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა