„საქსტატში“ მრჩეველთა საბჭოს სხდომა ჩატარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, „საქსტატში“ მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

მათივე ცნობით, მრჩეველთა საბჭო 14 წევრისგან შედგება და მის შემადგენლობაში შედიან აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.

„უწყებაში გამართულ შეხვედრაზე „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და ამავდროულად საბჭოს თავმჯდომარემ - გოგიტა თოდრაძემ საბჭოს წევრებს წარუდგინა ინფორმაცია უწყებაში გასული ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების, მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

გოგიტა თოდრაძემ საბჭოს წევრებთან ასევე ისაუბრა 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების დამუშავების მიმდინარე პროცესზე. ყურადღება გამახვილდა თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაზე, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა სიზუსტესა და სანდოობას. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს საბოლოო, დეტალური შედეგების დამუშავება, რომელიც 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.

„საქსტატის“ მრჩეველთა საბჭო საკონსულტაციო ორგანოა. მის ფუნქციებს წარმოადგენს - „საქსტატისათვის“ სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება, სტატისტიკურ საქმიანობაში გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის ანალიზი და „საქსტატის“ საბჭოსათვის წინადადებების მომზადება, სტატისტიკური მეთოდების განხილვა და მის სრულყოფასთან დაკავშირებით „საქსტატის“ საბჭოსათვის კონსულტაციის გაწევა და სხვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში