დიმიტრი ხუნდაძე ფასების რეგულირების კომისიის დასკვნაზე - ნაკლებადაა რეკომენდაციები, რაც კონკრეტულ შედეგზე გაგვიყვანს - დღეს გაგვიჭირდება მხარდაჭერა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას საერთოდ მხარს არ დავუჭერთ

ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი, თუმცა ნაკლებად შევნიშნეთ კონკრეტული რეკომენდაციები, რაც კონკრეტულ შედეგზე გაგვიყვანს - ჩვენ დღეს გაგვიჭირდება მხარდაჭერა, კონკრეტული მიზეზის გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას საერთოდ მხარს არ დავუჭერთ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტი მათ გასაცნობად გვიან ღამით მიეწოდათ და შესაბამისად, გაუჭირდათ სრულფასოვნად გაცნობა.

„ხალხის ძალისას“ და მათ შორის, ჩემიც, ჩვენ დღეს გაგვიჭირდება მხარდაჭერა, კონკრეტული მიზეზის გამო. დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია და დიდი შრომაა ჩადებული. უბრალოდ, გუშინ 21:00 საათზე მოგვეწოდა და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით ამის სრულფასოვნად გაცნობას, რომ სრულფასოვანი გადაწყვეტილება მიგვეღო. ახლა ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი, თუმცა ნაკლებად შევნიშნეთ კონკრეტული რეკომენდაციები, რაც კონკრეტულ შედეგზე გაგვიყვანს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თითქოს მხოლოდ შიდა ფაქტორებით არის განპირობებული ბაზარზე ფასების მატება, რა თქმა უნდა, ამას გარე ფაქტორებიც ემატება და მსოფლიო პროცესებიც ამას დიდწილად ხელს უწყობს. იყო შემთხვევები, როდესაც სამთავრობო გადაწყვეტილებები ზოგიერთ ნაწილში ხელს უწყობდა ფასების ზრდას და კარგია, რომ ჩვენი არაერთ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზია და შენიშვნა, ნაწილობრივ გაითვალისწინა ხელისუფლებამ და ასეც უნდა იყოს. ოპონირების რეჟიმი ამიტომაა საჭირო. მაგრამ ამ დოკუმენტზე რატომ გვიჭირს მხარდაჭერა?-ამ მცირე დროის გამო ჩვენ ვერ შევძელით ეს სრულფასოვნად აგვეთვისებინა. ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა და საკმაოდ რთული დოკუმენტია, სჭირდება ამას ჩაღრმავება. უფრო მეტად რაც შევამჩნიეთ, ეს ჰგავს უფრო სამეცნიერო ნამუშევარს, რაც საფუძვლად კარგი გამოსაყენებელია, რომ სწორი რეკომენდაციები იქნას შემუშავებული. 100-გვერდიანი დოკუმენტი ვერ ვიტყვი, რომ გამოუსადეგარია, ან ნაშრომი არ არის, თუმცა რეკომენდაციები ნაკლებ წონადად არის წარმოდგენილი. კარგი დოკუმენტია, მაგრამ მინიმუმ სჭირდება დრო რომ გავეცნოთ და ასევე, აუცილებლად საჭიროა, რომ უფრო მეტი კონკრეტული რეკომენდაციები იქნას გაცემული. ახლა მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას საერთოდ მხარს არ დავუჭერთ. შესაძლოა, დიდი ალბათობით, მხარს დავუჭერთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავეცნობით“,- განაცხადა ხუნდაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა