ბათუმში მოქალაქეები აქციას მართავენ

ბათუმში მოქალაქეები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ისინი უსახლკარო ოჯახები არიან, რომლებიც ხელისუფლებას მიმართავენ და მოითხოვენ, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას.

აქციას შეუერთდნენ, იპოთეკითა და საბანკო დავალიანებით დაზარალებულები, ასევე, წინაპრების მიერ დატოვებული მიწების დარეგისტრირების მსურველები, ამასთან, ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებული ელექტრომობილების მეპატრონეები და დაუსრულებელი მშენებლობების შედეგად დაზარალებული პირები.

„ეს არის გამაფრთხილებელი აქცია! ჩვენ ვაძლევთ ხელისუფლებას შანსს, დაინახოს ხალხის ერთობა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის მხოლოდ დასაწყისი დიდი და შეუჩერებელი პროტესტისა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბინა ბრძოლით მოიპოვება და არ გავჩერდებით, სანამ თითოეული მოქალაქის უფლება არ იქნება დაცული”,- აღნიშნავენ ისინი საპროტესტო აქციის მონაწილეები, მსვლელობას გეგმავენ აჭარის მთავრობის სახლთან და ბათუმის მერიის შენობასთან.

აქციის მონაწილეებთან უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფება.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში