ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია ბავშვთა კვების პროდუქტებზე ცენტრალიზებული შესყიდვების მექანიზმის დანერგვის რეკომენდაციით გამოდის

ფასების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისია ბავშვთა კვების პროდუქტებზე ცენტრალიზებული შესყიდვების მექანიზმის დანერგვის რეკომენდაციით გამოდის.

კომისიის დასკვნით, ამგვარი მექანიზმი ბავშვთა კვების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ბავშვთა კვების პროდუქტები სოციალურად მგრძნობიარე სეგმენტს წარმოადგენს, რომლის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას იმპორტზე დამოკიდებულება და მიწოდების შედარებით გრძელი ჯაჭვი ახდენს.

“აღნიშნულის საფუძველზე მიზანშეწონილია ბავშვთა კვების პროდუქტებზე ცენტრალიზებული შესყიდვების მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობა, რაც შესყიდვის მოცულობას გაზრდის და მომწოდებლებთან უკეთესი ფასის მოლაპარაკების შესაძლებლობას შექმნის.

ამასთან, მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის მხარდაჭერა, რაც შეამცირებს ლოგისტიკურ და კომერციულ დანახარჯებს და დადებითად აისახება საბოლოო ფასზე“, - აცხადებს დროებით საპარლამენტო კომისია.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში