ირანის საგარეო მინისტრის განცხადებით, აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომი 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა

პენტაგონი ცრუობს. ნეთანიაჰუს აზარტული თამაში აშშ-ს 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ოთხჯერ მეტი, ვიდრე აცხადებენ, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის არაპირდაპირი ხარჯები გაცილებით მაღალია.

„თითოეული ამერიკული ოჯახის ყოველთვიური გადასახადი 500 დოლარია და სწრაფად იზრდება. „ისრაელი უპირველეს ყოვლისა“ ყოველთვის ნიშნავს „ამერიკა უკანასკნელ ადგილზე“, - წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

პენტაგონის მაღალჩინოსანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ირანში ომი, ამ დროისთვის, 25 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის