ირაკლი ქადაგიშვილი „ოპოზიციურ ალიანსზე“ - ნეგატივი, რომელიც მათ უხვად აქვთ გამეტებული საქართველოსათვის, საბოლოოს, უბრუნდებათ და უტრიალდებათ უკან და ერთმანეთთან ურთიერთობაში ეს ყველაზე კარგად აისახება

ნეგატივი, რომელიც მათ უხვად აქვთ გამეტებული საქართველოსათვის, საბოლოო ჯამში უბრუნდებათ და უტრიალდებათ უკან და ერთმანეთთან ურთიერთობაში ეს ყველაზე კარგად აისახება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან „ოპოზიციურ ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ოპოზიციის ერთადერთი პერსპექტივა ის არის, რომ „რამენაირად ამ ქვეყანაში ეკონომიკა ჩამოიშალოს და მოსახლეობაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გამძაფრდეს“.

„ახლა ოპოზიციის პერსპექტივა არის ერთადერთი რამ: რამენაირად ამ ქვეყანაში ეკონომიკა ჩამოიშალოს და რამენაირად მოსახლეობაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გამძაფრდეს. რამენაირად ეკლესიაში პატრიარქის გამორჩევასთან დაკავშირებული საკითხები სკანდალურად წარმართონ - აი, ეს არის მათი პერსპექტივა. ჩვენს საზოგადოებას შეიძლება რაღაცა უკეთესი უნდოდეს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამ კლასტერში ის ხვალინდელ უკეთესობას ნამდვილად ვეღარ ხედავს. აქედან გამომდინარე, ნეგატივი, რომელიც მათ უხვად აქვთ გამეტებული საქართველოსათვის, საბოლოო ჯამში უბრუნდებათ და უტრიალდებათ უკან და ერთმანეთთან ურთიერთობაში ეს ყველაზე კარგად აისახება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში