კურიერები და ტაქსის მძღოლები თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობას მართავენ

კურიერები და ტაქსის მძღოლები თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობას მართავენ.­

ისინი სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. როგორც კურიერები აღნიშნავენ, მათთვის მომსახურების არსებულ ტარიფზე მუშაობა მიუღებელია.

„ძალიან შეგვიმცირეს ანაზღაურება, არადა მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად ყველაფერი ძვირდება. 3-4 ლარს როდესაც გიწერს ანაზღაურებას, ორ შეკვეთას რომ “მოგაბამს”, გიწერს 5 ლარს. ამ ფასში კვების ობიექტს ცალკე უნდა ელოდო, მომხმარებელს - ცალკე. ჩვენთვის ამ ტარიფზე მუშაობა მიუღებელია“, - აღნიშნავს კურიერი.

რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, როგორც ისინი აღნიშნავენ, მომსახურების დაბალ ტარიფთან ერთად უამრავი ადმინისტრაციული ჯარიმაა, რაც შეუძლებელს ხდის გზაზე მოძრაობას.

„ჩვენი შეკრების მიზეზი არის პროტესტი, სამუშაო გარემო, გაუსაძლისი მდგომარეობა, ძალიან დაბალი ტარიფები, საკომისიოები და გაძვირებული ავტოსერვისი. ამას ემატება ჯარიმები, რაც იწვევს, თითქმის შეუძლებელ სამუშაო გარემოებას. როგორც მოგეხსენებათ არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჯარიმებიც, რაც ჩვენთვის შეუძლებელს ხდის გზაზე მოძრაობას", - აცხადებს ტაქსის მძღოლი.

ანალოგიური მოთხოვნებით საპროტესტო აქცია გაიმართა ქუთაისსა და ბათუმშიც.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში