საპარლამენტო კომისია - საწვავის სექტორის მთავარი სტრუქტურული გამოწვევა მიწოდების წყაროების შეზღუდული დივერსიფიკაციაა - რეკომენდაციებია: იმპორტის წყაროების დივერსიფიკაცია, ლოგისტიკური ჯაჭვის ოპტიმიზაცია, თვითმომსახურების ეტაპობრივი დანერგვა

ფასების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისიის დასკვნით, საქართველოს საწვავის სექტორის მთავარი სტრუქტურული გამოწვევა არის მიწოდების წყაროების შეზღუდული დივერსიფიკაცია.

დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს იმპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდიოდა რუსეთზე, ბულგარეთზე, რუმინეთსა და აზერბაიჯანზე, რაც ბაზარს მოწყვლადს ხდის გეოპოლიტიკური, სანქციური ან ლოგისტიკური შეფერხებების მიმართ.

ამ მიმართულებით დასკვნაში გაცემული მთავარი რეკომენდაციებია, სტრატეგიული მარაგების მართვის გაუმჯობესება, იმპორტის წყაროების დივერსიფიკაცია, ლოგისტიკური ჯაჭვის ოპტიმიზაცია და თვითმომსახურების მოდელების ეტაპობრივი დანერგვა.

„საქართველოს საწვავის ბაზარი მზარდი მოხმარებითა და მაღალი იმპორტდამოკიდებულებით ხასიათდება. 2025 წელს ქვეყანაში 1.84 მლრდ ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით, 9.4%-იანი ზრდაა. 2025 წელს 5 მსხვილი კომპანიის ჯამური წილი 67.3% იყო, რაც ნიშნავს, რომ ბაზარი საშუალო კონცენტრაციით ხასიათდება.

ფასების ფორმირებაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს საერთაშორისო ნავთობის ფასი, გაცვლითი კურსი და ლოგისტიკური ხარჯები. 2026 წლის მარტი-აპრილის პერიოდში ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობამ და გლობალურმა ენერგეტიკულმა რისკებმა საქართველოში საწვავის ფასების ზრდა დააჩქარა: ბენზინის (რეგულარი და პრემიუმი) ფასი 10.8%–14.4%- ით, ხოლო დიზელის ფასი 20.1%–23.8%-ით გაიზარდა.

ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოში საწვავზე აქციზი ევროპულ ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, ამიტომ მისი შემცირება ფასების მდგრადი კლების ეფექტიან მექანიზმად ვერ ჩაითვლება. ფასებზე უფრო დიდი გავლენა აქვს გარე შოკებს, იმპორტის წყაროების კონცენტრაციას, ლოგისტიკას და მარაგების მართვას.

საქართველოს საწვავის სექტორის მთავარი სტრუქტურული გამოწვევა არის მიწოდების წყაროების შეზღუდული დივერსიფიკაცია. 2025 წელს იმპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდიოდა რუსეთზე, ბულგარეთზე, რუმინეთსა და აზერბაიჯანზე, რაც ბაზარს მოწყვლადს ხდის გეოპოლიტიკური, სანქციური ან ლოგისტიკური შეფერხებების მიმართ.

მთავარი რეკომენდაციებია: სტრატეგიული მარაგების მართვის გაუმჯობესება, იმპორტის წყაროების დივერსიფიკაცია, ლოგისტიკური ჯაჭვის ოპტიმიზაცია და თვითმომსახურების მოდელების ეტაპობრივი დანერგვა. საერთო ჯამში, საწვავის ფასების სტაბილურობა საქართველოში უფრო მეტად მიიღწევა კონკურენციის გაღრმავებით, მიწოდების უსაფრთხოებითა და ბაზრის გამჭვირვალობით, ვიდრე ფასების ადმინისტრაციული კონტროლით,“ - ნათქვამია დასკვნაში.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის