თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 29-ე ჯაზფესტივალს

30 წელს თბილისი რიგით 29-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს წამყვანი ვარსკვლავები იქნებიან. წლევანდელი ჯაზფესტივალი კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში და თათუზა ჯაზკლუბში ჩატარდება.

  • 30 აპრილი – ლუკა თოფურია და მეგობრები თათუზა ჯაზკლუბში გამართავენ კონცერტს, რომელიც ჯაზის მე-15 საერთაშორისო დღეს მიეძღვნება. (იუნესკოს მიერ დაწესებულ ჯაზის საერთაშორისო დღეს წელს მსოფლიოს 190 ქვეყანა აღნიშნავს, მასპინძელი ქალაქი ჩიკაგო იქნება)
  • 1 მაისი - მარკ რიბოს კვარტეტი (MARC RIBOT QUARTET “HURRY RED TELEPHONE”) მარჯანიშვილის თეატრი
  • 2 მაისი - კინგა გლიკი (KINGA GLYK) მარჯანიშვილის თეატრი
  • 3 მაისი - ფრედ ჰერშის ტრიო (FRED HERSCH TRIO) მარჯანიშვილის თეატრი
  • 1-2 მაისი - კენედი ადმინისტრეიშენი (KENNEDY ADMINISTRATION) თათუზას ჯაზკლუბში გამართავს ჯემსეიშენს

ლუკა თოფურია - ახალგაზრდა მუსიკოსი იმ თანამედროვე ჯაზმუსიკოსების ტალღის წარმომადგენელია, რომლებიც უკანასკნელ წლებში შლიან ყოველგვარ ზღვარს სხვადასხვა თანამედროვე მუსიკალურ სტილთან მიმართებაში და ახალ თაობას, ჯაზმუსიკის აღქმის გაფართოებულ დიაპაზონს სთავაზობენ.

კინგა გლიკი - პოლონელი ჯაზბასისტი და კომპოზიტორია, რომელიც თანამედროვე ჯაზისა და ფანკის ერთერთ ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდა მუსიკოსად ითვლება. კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ოჯახურ ბენდში Głyk P.I.K Trio-ში უკრავდა. 18 წლის ასაკში გამოსცა სადებიუტო ალბომი “Rejestracja”, რომელმაც პოლონურ ჯაზმედიაში დადებითი შეფასება მიიღო. მოგვიანებით მისმა ალბომებმა “Dream” და “Feelings” ფართო პოპულარობა მოიპოვა; განსაკუთრებით ცნობილი გახდა სიმღერა “Joy Joy”, რომელსაც YouTube-ზე მილიონზე მეტი ნახვა აქვს. 2024-2025 წლებში ის გამოსცემს მეხუთე ალბომს “Real Life”. კინგა გლიკს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, იგი საკმაოდ მოთხოვნადი მუსიკოსია. ის 2017 წელს ერთერთ ფესტივალზე ლეგენდარულ ბასისტთან მარკუს მილერთან ერთად წარსდგა. დღეს კინგა გლიკი თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ენერგიულ ბასისტად ითვლება.

ფრედ ჰერში - იმპროვიზატორი, კომპოზიტორი, პედაგოგი, ბენდლიდერი, უკვე სამ ათწლეულზე მეტია მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ძალაა. მას მუსიკალურ სამყაროში ჯაზში ბოლო ათწლეულის ყველაზე ინოვაციურ პიანისტს უწოდებენ, ხოლო The New Yorker-მა "ცოცხალ ლეგენდად" დაასახელა. ჰერში 17-ჯერ იყო ნომინირებული გრემის ჯილდოზე და ჯაზის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები აქვს მიღებული, მათ შორის Doris Duke Artist (2016), Jazz Pianist of the Year (2011, 2016, 2018) და Jazz Magazine (France) International Artist of the Year (2021). ფრედ ჰერში ცნობილი და გავლენიანი პიანისტია, ხოლო მისი ალბომები მსოფლიო მასშტაბით აღიარებული.

მარკ რიბოტი - არის ექსპერიმენტული ჯაზისა და ავანგარდული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული გიტარისტი ნიუ-იორკიდან. ის ცნობილია, როგორც ტრადიციული ჯაზის წესების დამრღვევი და სხვადასხვა სტილის გამაერთიანებელი. თავისი კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორიცაა Tom Waits, Robert Plant და John Zorn. მისი ახალი პროექტი Marc Ribot Quartet 'Hurry Red Telephone', რომლითაც წარსდგება ქართველი მსმენელის წინაშე, აგრძელებს მის ექსპერიმენტულ-ავანგარდული ჟღერადობის ხაზს.

კენედი ადმინისტრეიშენი - ნიუ-იორკში შექმნილი ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ჯაზს, R&B, ჰიპ-ჰოპსა და პოპს. ბენდს ხელმძღვანელობს ძლიერი ვოკალისტი კენედი და პროდიუსერი ონდრე ჯი, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლობდა გრეგორი პორტერთან. ჯგუფი ცნობილია ენერგიული ცოცხალი კონცერტებითა და თანამედროვე, გრუვზე დაფუძნებული ჟღერადობით. მათ გამოსცეს ალბომები: “Kennedy Administration” (2017) და “Second Term” (2023). მათი მუსიკა ხშირად მოიხსენიება, როგორც ახალი თაობის სოულ-ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი.

ფესტივალის სტუმრებისთვის მარჯანიშვილის თეატრის კარი 19:00 საათზე გაიღება. თათუზა ჯაზკლუბის კი 10.00.

  • ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი
  • გენერალური სპონსორი Mastercard
  • ფესტივალის გამაგრილებელი სასმელი „კოკა-კოლა“
  • მხარდამჭერები - საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ შემოქმედებითი საქართველო და თბილისის მერია, (ინგა გლიკის კონცერტის მხარდამჭერი - Polish Institute)

სპონსორები:

  • ისიპარი
  • ალმა
  • სტეინვეი

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნფრომოუშენსი“

ბილეთები www.tkt.ge

წინასწარი გაყიდვის ფარგლებში მხოლოდ თიბისი კონცეპტის Mastercard-ის ბარათების მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ბილეთები 25% ფასდაკლებით. სამ დღიანი პრისეილის შემდეგ კი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

საკონტაქტო პირი:

ლანა ბენდუქიძე

მობ. 599934555, ელ-ფოსტა: lanabendukidzep@gmail.com

(R)

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის