პროფესიის არჩევის გასამარტივებლად, ალტე უნივერსიტეტი იწყებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს - „კარიერული განვითარების ბანაკს“, რომელიც 8-10 მაისს ბაქსვუდის სკოლის წყნეთის კამპუსში ჩატარდება.
პროექტი XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მიზნად ისახავს მათთვის თანამედროვე, მოთხოვნადი პროფესიების გაცნობას, კარიერული დაგეგმვის უნარების განვითარებას და საკუთარი ინტერესების უკეთ გააზრებას.
კარიერული განვითარების ბანაკი არის სამდღიანი ინტენსიური პროგრამა, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს არა მხოლოდ სხვადასხვა პროფესიის შესახებ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას - გარემოში, სადაც პროფესიული ორიენტაცია, თვითშემეცნება და განვითარება ერთიან პროცესად იქცევა.

ბანაკი მონაწილეებს სთავაზობს მრავალფეროვან და დინამიკურ პროგრამას, რომელიც აერთიანებს როგორც საგანმანათლებლო, ისე - სახალისო და ინტერაქციულ გამოცდილებებს:

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ 1000-ლარიანი სასწავლო გრანტი ალტე უნივერსიტეტისგან.
ბანაკი ტრადიციულად ბაქსვუდის სკოლის წყნეთის კამპუსში გაიმართება - გარემოში, რომელიც აერთიანებს სწავლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, ბუნებას და აქტიურ საგანმანათლებლო ატმოსფეროს.
ეს არის სივრცე, სადაც სწავლა არ შემოიფარგლება მხოლოდ ლექციებით - აქ იქმნება გამოცდილება, ემოცია და ადამიანური კავშირები, რომლებიც მონაწილეებს დიდი ხნით რჩებათ.

როგორც ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ანი ამირანაშვილი აღნიშნავს:
„დღეს ახალგაზრდებისთვის პროფესიის არჩევა ბევრად უფრო რთულია, რადგან შესაძლებლობებიც და არჩევანიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. კარიერული განვითარების ბანაკი სწორედ ის სივრცეა, სადაც აბიტურიენტებს შეუძლიათ, საკუთარ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე დაფიქრება, სხვადასხვა სფეროს გაცნობა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ისინი მარტო არ იყვნენ და ჰქონდეთ მხარდაჭერა, რომელიც მათ სწორი კარიერული გზების პოვნაში დაეხმარებათ“.

ალტე უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ XI-XII კლასის მოსწავლეებს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, რომლებიც ინტერესდებიან:
მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია 3 მაისის ჩათვლით. ეწვიეთ ბმულს.
(R)