ანდრეი სიბიგა - უკრაინას „9 მაისის ცეცხლის შეწყვეტაზე“ არანაირი წინადადება არ მიუღია, ეს რუსების მორიგი მანიპულაცია და პიარ-აქციაა

უკრაინას „9 მაისის ცეცხლის შეწყვეტაზე“ არანაირი წინადადება არ მიუღია, ეს რუსების მორიგი მანიპულაცია და პიარ-აქციაა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ კრემლის განცხადებები რუსების მორიგი მცდელობაა, ამერიკელებს მოაწონონ თავი.

„ეს რუსების მორიგი მცდელობაა თავი მოაწონონ ამერიკელებს. აჩვენონ „კონსტრუქციულობის რაღაც ელემენტი“. უკრაინის პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ დღეისთვის უკრაინულ მხარეს მათგან არანაირი წინადადებები არ მიუღია“, - განაცხადა სიბიგამ.

როგორც სიბიგამ აღნიშნა, საჭიროა ფოკუსირება იმაზე, თუ როგორ დასრულდეს რუსეთის აგრესიული ომი და როგორ იქნას მიღწეული ხანგრძლივი მშვიდობა.

„ხოლო ეს ყველა მანიპულაციური ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც მერე მათ მიერვე ირღვევა, ვინც დააინიცირა, რუსების მიერ, - ეს უხეში დიპლომატიური მანევრის მცდელობაა. და მეორე - ეს პიარ-აქციაა, რომელიც შიდა აუდიტორიისკენაა მიმართული ამ შავბნელობის აღლუმებით“, - განაცხადა სიბიგამ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა