"თბილისის თამბაქოს" განცხადება "ტვ პირველის" სიუჟეტთან დაკავშირებით

ტვ პირველის ეთერში „თბილისის თამბაქოს“ შესახებ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის გამიზნული დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა

ტელეკომპანიის მხრიდან ჩვენი წარმოებისადმი ასეთი მიკერძოებული მიდგომა წლებია გრძელდება, რადგანაც როგორც ტელეკომპანიის მესვეურებს, ისე მათ გარე კურატორებს, არ აწყობთ ძლიერი ქართული მეთამბაქოება.

„თბილისის თამბაქო“ კი ნამდვილად ასეთია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყნის ბიუჯეტში მილიარდამდე ლარი შევიტანეთ და დავასაქმეთ ათასამდე ადამიანი. ეს პირობებში, როცა გარე აქტორების წაქეზებით მართული ე.წ. კრიტიკული მედიები, ენჯეოები თუ სხვა რადიკალები გამუდმებით გვებრძვიან. თავდასხმის აქცენტები იცვლება ხოლმე, თუმცა მიზანი უცვლელია- როგორმე გააჩერონ ქართული თამბაქოს წარმოება.

ჩვენს სასარგებლოდ რა ლობიზმზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა გარედან კოორდინირებული ასეთი ზეწოლის გამო ჩვენი წილი ბაზარზე განახევრდა და გასული წლის ბოლოსთვის 5.9 %-მდე ჩამოვიდა.

აქციზის განაკვეთში ცვლილებებს რაც შეეხება, იგი მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებაა და ჩვენი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში არათუ არ გამოიწვევს ბიუჯეტში შენატანების შემცირებას, არამედ უზრუნველყოფს გადახდებისა და დასაქების გაზრდას, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონია წვდომა ამ ცვლილებების მიღების პროცესთან, რის გამოც არაერთ პუნქტთან დაკავშირებით გვაქვს შენიშვნა. თუმცა, ცალსახად მისასალმებელია, რომ ხელისუფლებამ დაიწყო რეალური ნაბიჯების გადადგმა ქართული მეთამბაქოებისა და წარმოების ხელშესაწყობად. თანამედროვე ეპოქაში ეს ეკონომიკური სუვერენიტეტის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

„ თბილისის თამბაქო“

(R)

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის