დონალდ ტრამპი - იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ევროკავშირი არ ასრულებს სავაჭრო შეთანხმებას, შემდეგ კვირას ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო მანქანებზე ტარიფი 25%-მდე გაიზრდება

ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო მანქანებზე ტარიფი 25%-მდე გაიზრდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„სიხარულით ვაცხადებ, რომ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ევროკავშირი არ ასრულებს ჩვენს მიერ სრულად შეთანხმებულ სავაჭრო შეთანხმებას, შემდეგ კვირას შეერთებულ შტატებში ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო მანქანებზე ტარიფს 25%-მდე გავზრდი. ტარიფი 25%-მდე გაიზრდება. სრულიად გასაგებია და შეთანხმებულია, რომ თუ მსუბუქ და სატვირთო მანქანებს ამერიკულ ქარხნებში აწარმოებენ, ტარიფი არ არის. ამჟამად მშენებლობის პროცესშია მრავალი საავტომობილო და სატვირთო ქარხანა, რომლებშიც 100 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული, რაც რეკორდია ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების წარმოების ისტორიაში. ეს ქარხნები, რომლებშიც ამერიკელი მუშები მუშაობენ, მალე გაიხსნება - ის, რაც ამერიკაში დღეს ხდება, არასდროს მომხდარა!” - წერს ტრამპი.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს