მეუფე დოსითეოსი - თუ ეპისკოპოსი რაიმე ზეწოლას განიცდის, ის ვალდებულია, რომ განაცხადოს და ეს აუცილებელიც არის - მე ასეთი ზეწოლა არავისგან მიგრძნია

თუ ეპისკოპოსი რაიმე ზეწოლას განიცდის, ის ვალდებულია, რომ განაცხადოს და ეს აუცილებელიც არის. მე ასეთი ზეწოლა არავისგან მიგრძნია, - ამის შესახებ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საპატრიარქო საქმეებში რაიმე ტიპის ჩარევის მცდელობებს შეეხებოდა.

მეუფის თქმით, მას არც სხვა ეპისკოპოსებისაგან გაუგია, რომ ვინმეზე რაიმე ზეწოლა ხორციელდებოდა.

„ძნელია, ამაზე პასუხი ერთმა ეპისკოპოსმა გასცეს. თუ ეპისკოპოსი რაიმე ზეწოლას განიცდის, ის ვალდებულია, რომ განაცხადოს და ეს აუცილებელიც არის. მე ასეთი ზეწოლა არავისგან მიგრძნია, არც სხვა ეპისკოპოსებისაგან გამიგია, რომ რაიმე ზეწოლა ვინმეზე ხორციელდებოდა.

მე არ შემიძლია, რაიმე გითხრათ ზეწოლაზე და ასეთი ფაქტი პირადად არ მაქვს, მაგრამ თუ ამის შესახებ ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია, ალბათ ამის თქმა შესაძლებელია. უბრალოდ, ძალიან ძნელია რაიმე პოლიტიკური ელფერი მოვძებნო და აქედან გამომდინარე ვიმსჯელო”, - განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში