Associated Press - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის კონგრესს აცნობა, რომ ირანში სამხედრო მოქმედებები დასრულებულია

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის კონგრესს აცნობა, რომ ირანში სამხედრო მოქმედებები დასრულებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

თეთრმა სახლმა აშშ-ის კონგრესის ხელმძღვანელობას ოფიციალურად აცნობა, რომ აპრილის დასაწყისში გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამო ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებულია.

„სამხედრო მოქმედებები, რომელიც 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყო, დასრულებულია“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონისადმი გაგზავნილ წერილში.

აშშ-ის პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ „2026 წლის 7 აპრილის შემდეგ აშშ-ისა და ირანის სამხედრო ძალებს ერთმანეთის წინააღმდეგ ცეცხლი არ გაუცვლიათ“.

როგორც გამოცემა წერს, ტრამპი „ფაქტობრივად გვერდს უვლის“ 1973 წლის კანონით დადგენილ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა 60 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში სამხედრო მოქმედებების გაგრძელებისთვის კონგრესს ოფიციალური ნებართვისთვის უნდა მიმართოს. 1-ელ მაისს ირანში ომის დაწყებიდან 60 დღე გავიდა.

ამასთან, დონალდ ტრამპი კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას არ გამორიცხავს.

„ირანის რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციების წარმატებისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფის ძალისხმევის მიუხედავად, საფრთხე, რომელსაც ირანი აშშ-ისა და ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის წარმოადგენს, კვლავ მნიშვნელოვანი რჩება“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც