„რადიო თავისუფლების“ პროექტმა „ეხო კავკაზამ“ მუშაობა შეწყვიტა

„რადიო თავისუფლების“ პროექტმა „ეხო კავკაზამ“ მუშაობა შეწყვიტა, - ინფორმაციას „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

„რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ განცხადებით, ორგანიზაციამ „მომავალ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით რეფორმების განხორციელება დაიწყო“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ეხო კავკაზამ“, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის რუსულენოვან განყოფილებას წარმოადგენდა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აუდიტორიას ემსახურებოდა, მუშაობა გუშინ, 1-ელ მაისს დაასრულა.

„ქართული სამსახური პროგრამის გავრცელებას ქართულ ენაზე გააგრძელებს. ახალი რუსულენოვანი პროგრამების განყოფილება ოკუპირებულ რეგიონებში მნიშვნელოვან მოვლენებს რუსულენოვანი აუდიტორიისთვის გააშუქებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 31 მარტს „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ“ ბულგარეთში, რუმინეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში მომუშავე სამსახურები დახურა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა