ირაკლი ლექვინაძე - საქართველოს სადაზღვევო ბაზარი სტაბილურად ვითარდება, არსებობს გაფართოების პოტენციალი, შემოდიან ახალი კომპანიები, ხშირად იცვლება ლიდერების წილები, რაც აქტიურ კონკურენციაზე მიუთითებს

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ დაზღვევის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, GCCA-ის თავმჯდომარემ სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლებს დაზღვევის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სადაზღვევო ბაზარი აქტიური კონკურენციის პირობებში ვითარდება.

„სადაზღვევო ბაზარი აქტიური კონკურენციის პირობებში ვითარდება, დაზღვევის სხვადასხვა სახეობებში კონცენტრაციის ინდექსი (კონკურენციის ხარისხი) განსხვავებულია. არსებობს ბაზრის გაფართოების პოტენციალი, შემოდიან ახალი კომპანიები, ხშირად იცვლება ლიდერები და წამყვანი კომპანიების წილები, რაც აქტიურ კონკურენციაზე მიუთითებს“, - აღნიშნა GCCA-ის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული მოკვლევებისა და მონიტორინგების ფარგლებში, სადაზღვევო და საბანკო გარანტიების საქმეში.

„ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული მოკვლევების და მონიტორინგების ფარგლებში, გამოვყოფდი სადაზღვევო და საბანკო გარანტიების საქმეს, როდესაც გაიცა რეკომენდაცია, არ ყოფილიყო შესყიდვების პროცესში განსხვავება, მათ შორის, ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სექტორებს შორის კონკურენციას. ასევე, მნიშვნელოვანი იყო საბანკო დაზღვევის მიმართულებით გაცემული 6 რეკომენდაცია, რომელზეც სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულმა ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებლის მიერ კრედიტის აღებისას საუკეთესო პირობის მქონე სადაზღვევო კომპანიის შერჩევას. ასევე, მიღებულია რიგი გადაწყვეტილებები არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, დომინანტური მდგომარეობისა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებით კონკურენციის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, გამოვყოფდი რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის შერწყმის პროცესს, რაზეც თანხმობა იქნა გაცემული და თავსებადი იყო კონკურენტულ გარემოსთან. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ჩვენ გვაქვს 2 მნიშვნელოვანი პლატფორმა - საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციის და მომხმარებლების შესახებ, რომელიც, ტრადიციულად, ნოემბერში იმართება და მომხმარებლის დაცვის კვირეული, სადაც რეგიონებში ვმუშაობთ ცნობიერების ამაღლებაზე. მომხმარებლების დაცვის მიმართულებით გამოვყოფდი ჩვენს ერთიან ეროვნულ სტრატეგიას, რომელიც 2025-2027 წლებში ბევრ მნიშვნელოვან ერთობლივ აქტივობას გულისხმობს,"- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ