გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა- რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე, მოძრაობა შეიზღუდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა- რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე, მოძრაობა შეიზღუდება.

მათი ცნობით, მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის კმ1-კმ6 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა, 2026 წლის 3 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით, საავტომობილო გზის კმ0+800-ზე მარცხენა მხარეს არსებული ჩამსვლელი პანდუსის ჩაკეტვა.

მოძრაობის ჩაკეტვის პერიოდში, ნარეკვავიდან თბილისის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქალაქ მცხეთის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზისა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!