რობერტ ფიცო - რუსეთთან არანაირი სამშვიდობო შეთანხმება არაა შესაძლებელი უკრაინის თანხმობის გარეშე

რუსეთთან არანაირი სამშვიდობო შეთანხმება არაა შესაძლებელი უკრაინის თანხმობის გარეშე. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული აზრი გვაქვს, სლოვაკეთსა და უკრაინას შორის კარგი და მეგობრული ურთიერთობების საერთო ინტერესი გვაქვს.

დავადასტურე, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინისა ამბიციას გახდეს ევროკავშირის წევრი, ვინაიდან სლოვაკეთს სურს, რომ ჩვენი მეზობელი უკრაინა სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა იყოს.

შევთანხმდით, რომ მოკლე შეხვედრა გვექნება ორშაბათს [4 მაისს] ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე და გავაგრძელებთ ერთობლივი სამთავრობო სხდომების ფორმატს, და ვიზიტები გვექნება ჩვენი ქვეყნების დედაქალაქებში.

ასევე აღვნიშნე, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში არანაირი სამშვიდობო შეთანხმება არაა შესაძლებელი უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე“, - წერს ფიცო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს